23:38 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 18:55:53, 2262 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი: უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ

უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზალიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ოფიციალურ წერილშია ნათქვამი.

დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიმართა.

“ეს იქნება უპატიებელი შეცდომა, თუკი ახლა ამ პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, რთულ პროცესში ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა მრავალი დაბრკოლების გადალახვა უკვე შეძლეს. 

“თუკი ჩვენ უვიზო მგზავრობა რეალობად უნდა ვაქციოთ, მე მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმი უნდა იყოს ძლიერი და ეფექტიანი თავიდანვე. ამგვარად, თუ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.

მისივე შეფასებით, სამწუხარო იქნება, თუ ევროპარლამენტის განზრახვა და მის მიერ შესრულებული სამუშაო სასურველ შედეგს არ გამოიღებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა უკიდურესად პოზიტიური როლი შეასრულა ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ბლოკავს.

„მათ ეს გამოწვევა მიიღეს მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებს თავის დაპირებებს. ნება მიბოძეთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურთიერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მკაცრი მოთხოვნების წავუყენეთ, რომლებიც მათ მტკივნეული რეფორმების ძალისხმევისა და ხშირად პოლიტიკური რისკის ფასად დააკმაყოფილეს“, - აღნიშნა მან.

ტუსკის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი ამჟამად ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დებატებში არიან ჩართული. თუმცა ის, რისი ბედიც ამ პროცესში წყდება, ბევრად მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსი. „აქ ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური იმედებისა და მისწრაფებების, ასევე ევროკავშირის რეპუტაციის ბედი წყდება”, - წერს დონალდ ტუსკი. 

ცნობისთვის, დონალდ ტუსკის წერილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექსკლუზიურად ავრცელებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics