09:13 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 15:49:32, 1309 ნახვა

სხვადასხვა
„თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ“

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის განცხადებით, თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Deutshce Welle-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა სურს და ამისთვის მოქალაქეების მზრიდან შესაბამის მხარდაჭერას გრძნობს. 

"ჩემი თვითმიზანი არ არის, პოსტის დაკავება, არამედ ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა. უკრაინა კორუფციაში არის ჩაფლული, რაც აუცილებლად გამომსასწორებელია. 1991 წელს ხმა მივეცი დამოუკიდებელ უკრაინას, ამასთან, ვიყავი უკრაინის პირველი და მეორე მაიდანის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორიც, ამიტომ, მინდა ქვეყანაში პოლიტიკური წესები სრულად შევცვალო და ამის მონაწილეც ვიყო. ადრე ბევრ რამეს ვერ ვამბობდი, ჩემი პოსტიდან გამომდინარე, ახლა კი სრული თავისუფლება მაქვს. ის, რომ პოროშენკო არის დაკავებული კორუფციით ადრეც მითქვამს, თუმცა არა ასე პირდაპირ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

გამოცემის ჟურნალისტის კითხვაზე გაძლიერდა თუ არა ელიტურული კორუფცია საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს სისულელეა. 

„ელიტარული კორუფციის ნიშნები ვერავინ ვერასდროს იპოვა. ხომ საჭიროა ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა?! მეც ვისურვებდი ამ ელიტარული კორუფციის შედეგების მოძებნას. თუ მე მისი ნაწილი ვიყავი, ვისურვებდი პირადად ჩემი ელიტარული კორუფციის შედეგების ნახვას. როდესაც საქართველოს ახალმა მთავრობამ 10 საუკეთესო საერთაშორისო გამომძიებელი დაიქირავა, რომ მათ აღმოეჩინათ რამე მაინც, რაც ჩვენ მოვიპარეთ, მათ ვერაფერი იპოვეს. ისინი დიდ ხანს, დეტალურად და ყველგან ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს. ჩვენი მუშაობის შედეგები იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გავზარდეთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი გუბერნატორის თქმით, საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა.

„ჩვენი მმართველობის დროს სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბევრი ორგანიზაციისგან ვიღებდით კრედიტს, თუმცა ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის ზრდაზე დაიხარჯა. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის და ჩვენ რეალურად ვლიდერობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ელიტარული კორუფციის ეს კონცეფცია სრული სისულელეა. თუ არის ელიტური კორუფცია, კორუფცია არის ყველგან. შეუძლებელია, რმ უწყების ხელმძღვანელი ქრთამს იღებდეს და აკონტროლებდეს, რომ უწყების სხვა თანამშრომლებმა იგივე არ გააკეთონ. თევზი თავიდან ლპება ან თავიც ჯანსაღია და კუდიც”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება და როგორ მოიქცევა მიმხეილ სააკაშვილი, თუ საქართველოში მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყდება და ყველა საქმე, რომელშიც ის ფიგურირებს დაიხურება, ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვას თავი აარიდა და აღნიშნა, რომ უკრაინული პოლიტიკით ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული და არსად გაქცევას არ აპირებს. 

ამასთან, კითხვაზე, როგორ მოიქცევა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, თუ დონალდ ტრამპისგან მიირებს შემოთავაზებას, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ციტატა მოიშველია:

"ტრამპი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელის აშშ-ის პოლიტიკაში უნდა მოიშველიო და გამოიყენო. მაგრამ მგონია, რომ ის ხუმრობდა და ეს მხოლოდ ბიზნესმენის შეფაება იყო. თავის ინტერვიუში ტრამპი ასევე ხშირად ამბობდა, "კიდევ კარგი, რომ მე და სააკაშვილი ერთ ბიზნესში არ ვართ, თორემ გამაკოტრებდა, რადგან ჩემზე უარესია, როდესაც იწყებს, არასდროს ჩერდებაო", - განაცხადა სააკაშვილმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics