08:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 19:31:33, 813 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ხელშემწყობ ღონისძიებებზე მუშაობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევა თურქულის დაავადებაზე (NSP ტესტი  Elaisa მეთოდით) განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი, რაც ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის, ცხვრის საექსპორტო ხარჯებს ამცირებს და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ტარიფის განახევრება ლაბორატორიული კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციის საფუძველზე მოხდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსგავსი სახის ცვლილებები პერმანენტულად მიმდინარეობს და  მიზნად ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. მეთოდის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს როგორც ცხოველთა დაავადებების კვლევის მიმართულებით, ასევე სურსათისა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში.

კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია საერთაშორისო სტანადარტების დაცვით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ყველა სამუშაო პროცედურა სტანდარტიზირებულია. ლაბორატორია ფლობს ხარიხსის მართვის სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics