19:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 17:57:31, 611 ნახვა

მსჯავრდებულებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ სახელისა და გვარის მითითებით „ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფი გადაეწერათ. პროექტის პირველ ეტაპზე კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 12 და N 5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ილუსტრაციები შეირჩა, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში განთავსდება.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“  თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა დავით მაჭავარიანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  საზოგადოების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

 „დღეს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N12 და N 5 პენიტენციურ დაწესებულებების მსჯავრდებულებმა  „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში  სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.  აღნიშნული პროექტი  ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა“,- განაცხადა დავით მაჭავარიანმა.

,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი მომავალ წელს სრულდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics