22:08 - 25 Apr, 2024
2016-10-28 15:05:42, 951 ნახვა
რეგიონი
ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცველებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, არსენ ლაფაჩი გადასცეს. "საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ლაფაჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი გამყოფი ხაზის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. მისი გათავისუფლება ჯარიმის, 2 000 რუბლის გადახდის შემდეგ მოხერხდა. ლაფაჩი ცხინვალის იზოლატორში 3 დღე იმყოფებოდა. ცნობისთვის, დღეს ოსმა ძალოვნებმა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|