02:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:50:44, 1356 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ დაწყებითი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერას ვაგრძელებთ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტ ,,სტარტაპ მეგობრულის’’პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა და „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სტარტაპ მეგობრული“ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მისი თქმით, მხარდაჭერა დაწყებით ბიზნესსა და იდეებს ნამდვილად სჭირდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანა მიუერთდა ევროკავშირის პროგრამას „ჰორიზონტი 2020“, რომლითაც მოგვეცა შესაძლებლობა ისეთ ფონდთან წვდომისა, როგორიცაა „ინოფრინი“. ესაა 24მლრდ. ევროს ფონდი, რომელიც ინოვაციების დაფინანსების საშუალებას იძლევა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბანკები, ფინანსური და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მიმართავენ აღნიშნულ ფონდს და თანხებს მოიზიდავენ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 8 სამრეწველო ლაბორატორია გაიხსნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში მცირე ხნის წინ გახსნილ ტექნოპარკზე, რომელიც საქართველოს ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში განთავსდა და ამით დახურული სივრცე ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გაიხსნა. „ჩვენვაგრძელებთ პროგრამას ,,ინოვაციების  ცენტრები და მინი ტექნოპარკები“.  ადგილობრივი ბიბლიოთეკების ბაზაზა მომდევნო წელს არაერთი მინი ტექნოპარკი თუ ინოვაციების ცენტრი გაიხსნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

თავის გამოსვლაში, პირველი ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ დარჩება დასახლებული პუნქტი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გარეშე. მისი თქმით, ყველა ადამიანს, იცხოვრებს თბილისსა, თუ რეგიონში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან  ერთნაირი წვდომა ექნება. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა მიზანსაც აღნიშნული რეფორმის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამუშავდა კანონი  ინოვაციების შესახებ. იგი პირველი საბაზისო საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ასევე ვგეგმავთ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს დამწყები ბიზნესებისთვის, რომელიც გაუმარტივებს მათ წვდომას ინვესტიციებთან. იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში კერძო სექტორის მიერ სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) სისტემის შექმნის წახალისთებისთვის, რაც სტარტაპებს დაეხმარება მოიზიდოს საწყისი ინვესტიცია ხალხისგან საკუთარი სტარტაპის განსავითარებლად.,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ასევე იგეგმება ცვლილებები ქართული ვენჩურული საინვესტიციო ფონდების შექმნისათვის და მასში უცხოული ინვესტორების ჩართულობის წახალისებისათვის.ასევე დაგეგმილია ტექნოლოგიების გადაცემის ეკოსისტემის შექმნა ეროვნული მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს გამართული პროცესს იმისათვის, რომ ქართულ სტარტაპებს და დიდ კომპანიებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენონ უახლოესი მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები და გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო მასშტაბით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  „თიბისი ბანკს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

 „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია გვეყოლება, რომლებიც„სტარტაპ მეგობრულში“ ჩაერთვება,“ - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ყველამ ერთად, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვინც ფეხზე დადგა და შეუძლია სხვას ხელი შეუწყოს, კარი გაუხსნას ახალ იდეებს. კარი გაუხსნას და ცოტა უფრო განსაკუთრებით მოექცეს დაწყებით ბიზნესს, სტარტაპს, ახალ იდეას იმისათვის, რომ მათ მეტი და მეტი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

„სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციას ის კომპანიები და ფიზიკური პირები დაესწრნენ, რომლებიც სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ პირველ ფაზაში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.  

 „სტარტაპ მეგობრულის“მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ბიზნეს გარემო, რომელიც წაახალისებს ადამიანებს, დაიწყონ ბიზნესი და ბიზნეს საქმიანობას გახდის უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს.

პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს - სტარტაპებს,  შესაძლებლობა მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან,რომლებიც თავის მხრივ სტარტაპებს მხარს დაუჭერენ სერვისების მიწოდების, სამუშაო სივრცეების შექმნის, ფინანსური, თუ საგანმანათლებლო რესურსების მოძიების და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფით. 

„სტარტაპ მეგობრულში“გაერთიანდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები და სტარტაპები.

პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სახეს ატარებს და მისი მიზანია,  რაც შეიძლება ბევრმა კომპანიამ გაიცნოს სტარტაპები, რათა მაქსიმალურად მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მათი ხელშეწყობის პროცესში. 

„სტარტაპ მეგობრულის“სტატუსის მიღების შემდეგ კომპანია შესაბამის სიმბოლიკას მიიღებს, რომელიც მას მომხმარებლის წინაშე აღნიშნული პოზიციონირებით წარადგენს.

პროექტი ასევე, მიზნად ისახავს იმ ადამიანების, თუ კომპანიების მოტივირებას, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ქვეყანაში მეწარმული სულისკვეთების განვითარებას და დამწყებ ბიზნესს;  პროექტი ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას და ბაზარზე დამკვიდრებას, რათა ქვეყანაშიგ აუმჯობესდეს საერთო სამეწარმეო გარემო. 

პირველი კომპანია კერძო სექტორიდან,  რომელიც პროექტში ერთვება, არის „თიბისიბანკი“. მისი მეშვეობით „სტარტაპ მეგობრულის“ მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა სახის მხარდაჭერას, მათ შორის, სპეციალურად სტარტაპებისთვის განკუთვნილი ტრენინგები, პროფესიული მასტერკლასები, კონფერენციები ინდივიდუალური კონსულტაციები, მედია მხარდაჭერა, მედია არხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, უფასო სამუშაო სივრცეები, სტარტაპების დაკრედიტება და კაპიტალის დონაციის პლატფორმების შექმნა, წვდომა ბიზნეს მონაცემთა ბაზებზე. ასევე, დამწყები ბიზნესები, რომლებიც ეკოსისტემის მონაწილეები გახდებიან თიბისი ბანკისგან სტარტაპებზე მორგებული სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების პაკეტებით ისარგებლებენ.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics