01:27 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:32:08, 1737 ნახვა

ეკონომიკა
ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის - „სტარტაპ მეგობრული" დაიწყო

„სტარტაპ მეგობრული" - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გაგრძელებაა, დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სტარტაპ მეგობრული" სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტი - ასე აფასებს „სტარტაპ საქართველოს" პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

„სტარტაპ ჯორჯიაც", თავისთავად, ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება გააჩნია, ვინაიდან, იგი ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვყავს ამდენი გამარჯვებული ახალგაზრდა „სტარტაპ ჯორჯიას" პირველ ტურში. თქვენ გაიმარჯვეთ კონკურენტულ, გამჭვირვალე კონკურსში, სადაც მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპის ექსპერტები, არამედ წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები "სილიკონ ველიდან" და სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი რამ დავიწყეთ - ქართული ეკონომიკის განვითარების სრულიად ახალი ფაზა, ახალი ეტაპი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სტარტაპები ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიურ და სწრაფად მზარდ ნაწილს წარმოადგენენ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ გაიზრდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც შეიძლება გაიზარდოს ინოვაციური კომპანია.

„ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება. ეს არის „სტარტაპ ჯორჯიას" ყველაზე დიდი უკუგება, როგორც პროექტისა, რომლის შემდეგი ფაზის - „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას ვმართავთ. „სტარტაპ მეგობრული" ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თვითონ იყვნენ დამწყები ბიზნესმენები, დღეს კეთილი ნება გამოიჩინეს. ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი" ჩაერთო, რომლის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, პრემიერის განცხადებით, თავის დროზე ბანკი 500 აშშ დოლარით დააფუძნა.

„ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული" იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი  კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „სტარტაპ მეგობრული" არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი და მთავრობას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ახალგაზრდებს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს.

პროექტ „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წევრები დაროგორც დამწყები, ისე - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics