17:42 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:32:24, 2202 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა, - ამის შესახებ BBC ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს,  "შავ სიაში" ოფიციალურ დამასკოსთან კავშირში მყოფი კიდევ 10 პირია შეყვანილი. ევროკავშირის განმარტებით, სანქციები "სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოა" დაწესებული.

ევროკავშირის სანქციები სირიის წინააღმდეგ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვას, ინვესტიციებზე შეზღუდვებს, ევროკავშირში აქტივების გაყინვას, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე ემბარგოს ითვალისწინებს. ევროკავშირის "შავ სიაში" სირიიდან 200-ზე მეტი ფიზიკური და 70 იურიდიული პირია შეყვანილი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics