00:51 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 18:12:02, 3331 ნახვა

კულტურა
ბათუმში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო რედისონში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერძენიშვილი, განთავსების და ტურისტული ობიექტების, ავიაკომპანიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

,,ტურიზმი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ჩვენი რეგიონის უმთავრესი მიზანია ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, ვიზიტორების მოზიდვა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ოთხივე სეზონზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისება ყველა მიმართულებით. ამ კუთხით, აჭარაში ბევრი პროექტი ხორციელდება - ხელი ეწყობა ეკოტურიზმის, სამთო და სათხილამურო, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის, ასევე MICE ტურიზმის განვითარებას. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რეგიონში მართლაც დიდი წინსვლა გვაქვს. სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში ბათუმში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები, ფესტივალები. დღესაც, ქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებას, კერძოდ, ბავშვთა და მოზარდთა საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის ფარგლებშიც 10 დღის მანძილზე ბათუმშს 66 ქვეყნის 728 მონაწილე სტუმრობს. მჯერა, საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებას და კონფერენციების, გამოფენებისა თუ მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.

აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით.

(NS)








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics