2016-10-13 22:48:37, 1788 ნახვა
გვანცა აბესაძის ბლოგი: დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია!
რამდენიმე დღის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რეალურად, ეს ხომ არის დღე, როცა თითოეული ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით ცდილობს უკეთესობისკენ შეცვალოს, როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის მომავალი, მაგრამ საქართველოში ეს „მცდელობა“ ან უბრალოდ დროის დაკარგვად მიაჩნიათ ან ქვეყანაში ფაშისტური ძალის პარლამენტში შეყვანის გზად. არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, მიუხედავად მეორე ტურის საჭიროებისა, სავარაუდო კონსტიტუციური უმრავლესობა იმაზე უფროა მოტივირებული, კონსტიტუციის შეცვლით ხალხს წაართვას უფლებები და დაუკანონოს საკითხები ისე, რომ ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელოს მათი სურვილები, ვიდრე ის დაპირებები აუსრულოს, რისთვისაც ეს უკანასკნელი აირჩიეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ერთ პარტიას მივცეთ უფლება დაგვინიშნოს პრეზიდენტი ან გადაწყვიტოს როგორი ერთობა მიგვაჩნდეს ოჯახად. ახლა არის დრო, მე და შენ, ჩვენ ყველამ ერთად აღებულმა და ცალ-ცალკეც, შევიცვალოთ აზრი, რომ არჩევნებზე წასვლა არაფერს ცვლის, გავიაზროთ ერთი ხმის მნიშვნელობა, რომელიც აგვაცილებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ერთი ძალის ხელში. მე ვთვლი, რომ დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის შევიდა, მისი საქმიანობა კონსტიტუციის შეცვლით არ უნდა დაიწყოს. დეპუტატმა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ქვეყანაში მცხოვრებმა, როგორც „უმცირესობებმა“ ასევე „უმრავლესობამ“, არ უნდა უღალატოს თავის ამომრჩეველს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა წამართვას არჩევანი გადავწყვიტო, ვინ იქნება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. მეორე ტური არის შანსი შევცვალოთ რეალობა, გადავაბიჯოთ პირადულ წყენასა და ბოღმას, ნაკლები ყურადღება დავუთმოთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს და მხარი დავუჭიროთ ძალას, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ცვლილებებმა ზიანი არ მოგვიტანოს. და... იქნებ, ბოლოს ვირწმუნოთ არჩევნებზე წასვლა/არწასვლის მნიშვნელობა. მნიშვნელობა, რომელიც ცვლის, არა როგორც ჩვენს ცალ-ცალკე, არამედ მთლიანი ქვეყნის მომავალს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|