14:58 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:45:22, 741 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია ივანიშვილს აწყობს

ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია ივანიშვილს აწყობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა.

როგორც ოდესის გუბერნატომა განაცხადა, საქართველოს ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე მაღლა ის პირად და პოლიტიკურ ამბიციებს არ აყენებს.

„შევადაროთ მათი 4 წლის მმართველობა და ჩვენი 8 წელი, ჩვენ ყოველ თვეგამოშვებით გვიწყობდნენ გალიებს, პროვოკაციებს, არეულობებს, ათასგვარ უმსგავსობას, როგორც შეეძლოთ, გვარყევდნენ, რომ ვერ გვემუშავა და ამ ყველაფრის ხელის შეშლის მიუხედავად, რამხელა შედეგს მივაღწიეთ. 4 წელი ჩვენ ვიყავით მთავარი ოპოზიციური ძალა, ამათ  ერთი კარავი, გალია არ დავუდგით, ყველაფერში ხელს ვუწყობდით, სასათბურე პირობები შევქმენით და მიუხედავად ამისა, ვერაფერი გააკეთეს. მე საქართველოს ინტერესებსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას რაღაც პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არასდროს გავცვლი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს და ამის გამო, არეულობის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. 

"გამოკითხვების შედეგებით ძალიან კარგად ვართ, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში არეულობა და დესტაბილიზაცია მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მშვიდობიანად, წყნარად, ლეგიტიმურად ჩატარდეს, ხავერდოვნად გადავიბაროთ ხელისუფლება," - ამბობს სააკაშვილი. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება. 

"უკან გახედვა, ბოღმა და ჩაწიხვლა კომპლექსიანი ადამიანების ხვედრია. ჩვენი პასუხი, კომპენსაცია ათასგვარი უმსგავსობისთვის, რაც ივანიშვილმა 4 წელში ჩაიდინა, დაჭერა კი არ იქნება მაგ ჯგუფის და ივანიშვილის, ჩვენი პასუხი იქნება აშენებული ლაზიკა, ახალი უმაგრესი განათლების სისტემა, სოციალური სტანდარტები, ცხოვრების დონის რევოლუციური გაზრდა, ეს იქნება რევოლუციური პასუხი. რევოლუცია მართლაც მოხდება, მაგრამ ეს იქნება რევოლუცია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. ამ რევოლუცია ჩვენ არჩევნების შემდეგ მოვახდენთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics