03:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:29:41, 735 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა დიდუბის მე-16 საარჩევნო ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილი - „ილია არის საქართველოში ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი, დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება კერძო სექტორში, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად უკვე გააჩნია, მას ძალიან გამოადგება საქართველოს პარლამენტში“

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 საარჩევნო ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია ამომრჩეველს დღეს პრემიერ მინისტრმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

,,სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი საერთო არჩევანის გაკეთებამდე! ჩვენს გამარჯვებამდე. წინასაარჩევნო პერიოდში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, ფაქტიურად თითოეულ თქვენგანს შევხვდი, კარგად გავიგე რა გიჭირთ და რა გილხინთ, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე წავსულიყავი პოლიტიკაში და ვყოფილიყავი თქვენი ინტერესების დამცველი პარლამენტში, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში და იცით რა არის მთავარი, მე ვიგრძენი თქვენი უზარმაზარი ნდობა, უზარმაზარი სიყვარული და ჩვენ გავხდით ძალიან ახლობლები, ჩვენ გავხდით ერთი ოჯახი. ჩვენ არ ვეძებთ მიზანს, ჩვენს ეს მიზანი თავად მოვიპოვეთ 4 წლის წინ და ნაბიჯ- ნაბიჯ, მტკიცეთ მივდივართ მისკენ, დოვლათიანი და აშენებული საქართველოსკენ და ამ სვლაში ყველა ერთად ვართ, ერთად ვშრომობთ, ერთად გვიხარია და ერთად ვზეიმობთ დიდ თუ პატარა გამარჯვებებს. 8 ოქტომბრიდან ჩვენი აღმშენებლობის მეორე ეტაპი იწყება! მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, გამარჯვება და მშვიდობა თქვენს ოჯახებს . 8 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენს უკეტესს მომავალს!“ - განაცხადა ილია წულაიამ.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics