2016-10-01 19:17:38, 630 ნახვა
საზოგადოება
მმკ-მ სვეტიცხოველთან რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია გამართა
სვეტიცხოვლის ტაძართან, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მრევლთან ერთად, რომის პაპის სვეტიცხოველში შესვლას აპროტესტებდა. ტაძრის შესასვლელისგან მათ, პოლიციის კორდონი ყოფდა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებდა. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. რამდენიმე საათის წინ მათ განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან. "დღეს 5 საათზე, ყველანი სვეტიცხოველთან. ყველანი, როგორც ერთნი, დავდგეთ იქ, რათა ამ პიროვნების, ამ კომედიანტის, რომელსაც რომის პაპი ქვია, ფეხი იქ არ დადგეს. ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ არა ჩხუბით და ომით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ამას ვაკეთებეთ ეს დღეები. თუ ღმერთი დაუშვებს, რომ შევა იქ, ეს ღვთის ნება იქნება და ჩვენი ცოდვების გამო მოხდება, ჩვენი სისუსტის გამო, რომელიც გამოიჩინეს მავანთ. მაგრამ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი დაინახავს თქვენს ბრძოლას, თქვენს ღვაწლს და აუცილებლად დაგვიფასებს, რომ ჩვენი იქ ვიყავით და ვაპროტესტებდით პაპის შესვლას ჩვენს წმინდა ტაძარში, რომელსაც სვეტიცხოველი ქვია. ღმერთი აუცილებლად შეგვინდობს, მაგრამ უნდა მივიდეთ ყველა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი მწვალებლობის საქართველოში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამა დავით ისაკაძემ. მას შემდეგ, რაც რომის პაპი ტაძარში შევიდა, აქციის ორგანიზატორებმა მრევლს მისვლისთვის მადლობა გადაუხადეს და დაშლისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა და ხვალ აზერბაიჯანში მიემგზავრება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|