00:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 17:28:08, 709 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო აქცია გაიმართა

ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო აქცია გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერას მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

დავით თარხან-მოურავმა შეკრებილებს განუცხადა, რომ "ქართველები თავისსავე ქვეყანაში დაჩაგრულად გრძნობენ თავს", რაც უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერის შემთხვევაში.

"ყველაზე ძლიერი ძალა ვართ ჩვენ. შეკრების მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენ ქართველები საქართველოში ყველაზე დაჩაგრულები ვართ 100 წელიწადია. საბჭოთა დროს ვიყავით დაჩაგრულები, ახლაც ასე ვართ, ყველაზე ცუდად ქართველები რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენსავე ქვეყანაში. როდის შეიცვლება? 8 ოქტომბერს შემოვხაზოთ რვიანი და შეიცვლება", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

მან ბათუმში თურქეთის მოქალაქეების სიმრავლეზეც გაამახვილა ყურადღება.

"რატომ ვიკრიბებით ბათუმში და არა თბილისში ან ქუთაისში? იმიტომ, რომ აქ უჭირს ყველაზე მეტად ქართველ კაცს, აქ არის ფრონტის ხაზი, აქ ყველაფერი თურქებისაა. მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველო რომ ქვია ქვეყანას, ჯერ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ყველაზე კარგად და მერე დანარჩენი სხვა. 8 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე", - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს კანდიდატები წარუდგინა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის დროს გზა 15 წუთით გადაიკეტა. რამდენიმე ათასი ადამიანი "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით შეიკრიბა. იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან - გურიიდან, კახეთიდან და იმერეთიდან ჩამოსული აქტივისტები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics