14:06 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 16:52:00, 715 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“ დასრულდა

ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე სამეთაურო საშტაბო სწავლება „ფარი 2016“ დასრულდა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის  ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სამეთაურო პუნქტში საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სამეთაური-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებმა ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საველე ტაქტიკური საბრძოლო-საჩვენებელი სწავლება გამართეს. საველე სწავლებაში ჯავშანტექნიკა, ავიაცია და საარტილერიო დანადგარები იქნა მიზიდული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ფარი 2016“-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო ჩვენი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წვრთნა. უწყებათაშორის ასეთი წვრთნა მანამდე  პრაქტიკულად არ ჩატარებულა. ბუნებრივია თავდაცვის სამინისტრო ასეთ წვრთნებს პერიოდულად  ატარებს, მაგრამ დღეს გვქონდა პირველი დღე როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩავატარეთ. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უწყების ხელმძღვანელს, ბატონ მინისტრს, მინდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გადავუხადო მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ამ წვრთნებში მართლაც აჩვენეთ თქვენი პროფესიონალიზმი, აჩვენეთ კორდინაციის მაღალი ხარისხი და აჩვენეთ ის, რასაც ქვია სამშობლოსათვის თავდადება, ერთგულება, დიდი სიყვარული. თქვენით თავდაუზოგავი შრომით ჩვენი მოქალაქეები იქნებიან ყოველთვის უსაფრთხოდ არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ თუ საჭირო იქნება ბრძოლის ველზეც. დიდი მადლობა ყველას“, -  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

სამხედრო სწავლება ქალაქ სენაკში, ვაზიანის და ორფოლოს პოლიგონებზე 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„ფარი 2016“ 3 ფაზას მოიცავდა. I ფაზა სწავლების დაგეგმვას ითვალისწინებდა. II ფაზაში  სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ სასწავლო ოპერატიული ბრძანების   გაცემა და   გადაწყვეტილების   მიღების   პროცესის   განხორციელება შეისწავლა. მეორე ეტაპი, ასევე II ქვეით და II საარტილერიო ბრიგადებთან JCATS-ის სიმულაციური სისტემებით სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა,   ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე 31-ე   და   22-ე   ქვეითი   ბატალიონების   ასეულების ტაქტიკური ჯგუფების გასვლას და საბრძოლო სროლებით ტაქტიკური   და   შერწყმითი   ვარჯიშების   ჩატარებას. „ფარი   2016“-ის დასკვნითი, III ფაზა  სწავლებაში მონაწილე  ძალების 31-ე და 22-ე ქვეითი ბატალიონების ასეულების ტაქტიკური ჯგუფების მიერ საბრძოლო სროლებით დასრულდა.

სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის და დაქვემდებარებული   ქვედანაყოფების   შტაბების   მართვისა   და   კონტროლის პროცედურების   სტანდარტიზაციას მოიცავდა, ასევე  ქვედანაყოფების   საბრძოლო   მომზადების შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონში განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის   დეპარტამენტთან, სამხედრო   პოლიციის   ბატალიონთან   და   სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციისა   და   ურთიერთმოქმედებების  გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

სწავლებაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, გენერალური   შტაბს   დაქვემდებარებული სარდლობების   ქვედანაყოფები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ   დავალებათა   II სამმართველოს   ქვედანაყოფი,  სასაზღვრო   პოლიციის  და სანაპირო   დაცვის დეპარტამენტები მონაწილეობდნენ.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics