04:31 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 16:37:39, 1482 ნახვა

სამართალი
შსს-მ დადიანის ქუჩაზე ბანკის ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი.ნ., 1971 წელს დაბადებული კ.გ, 1988 წელს დაბადებული ი.ტ. და 1984 წელს დაბადებული მ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა წინასწარ შეიმუშავეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გეგმა. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ი.ნ.-მ, ამავე ბანკის ინკასაციის თანამშრომელის, კ.გ-ს დახმარებით, პისტოლეტის ფორმის სანთებელას მუქარით, ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ყაჩაღობის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ ი.ტ. და მ.გ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დაააკავეს.

მათივე ცნობით, პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი- პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics