01:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 14:59:11, 1033 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი საქართველოშია

მის უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე თანმხლებ პირებთან ერთად  თბილისს ეწვია.

თბილისის საერთაშოსო აეროპორტში რომის პაპს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად დახვდა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, აეროპორტში სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და  მისი უწმინდესობა, რომის პაპის შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას ასევე, დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ვატიკანში თამარ გრძელიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭიჭარაული და სხვა ოფიციალური პირები.

ხვალ, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსაც მონახულებს, ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics