21:31 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 00:34:55, 753 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 სექტემბრის სპეციალური ანონსი

28 სექტემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან. 
მის: ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ყულევი 
საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საკონტაქტო ტელ: 599 50 01 37

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს.
მის: გუდამაყრის ქ. N4 (სანზონა), თსსუ-ს „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“.

28 სექტემბერი, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზნაურაშვილი და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, იუსტიციის სახლში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. 
თემა: იუსტიციის სახლის 400-ზე მეტ სერვისს შემოსავლების სამსახურის ორი ახალი მომსახურება დაემატება. 
თბილისის იუსტიციის სახლი

28 სექტემბერს, 11.00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
მის.: ბორჯომი, ცხრა აპრილის ქ. #48, სასტუმრო „ფირუზა“ (ბორჯომის პარკთან) 

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეთერთმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან - ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8.

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, ზესტაფონში გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატის შალვა კიკნაველიძის ერთობლივი შეხვედრა დევნილებთან. 
მის: ქ. ზესტაფონი, უზნაძის ქ. N142ბ; ძველი საავადმყოფოს ტერიტორია.
საკონტაქტო პირი ნინი 595053605

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების დასრულებულ სამუშაოებს დაათვალიერებს და პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ პირველ დარბაზში, ,,საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის” Georgian Internet Exchange - GIX პრეზენტაციაგაიმართება.
საკონტაქტო პირები:კონსტანტინე სტალინსკი - 599-543-872, უჩა სეთური - 577-773-733, გიორგი გოთოშია - 577-222-288

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე, კახაძაგანია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: ი. ხვიჩიას ქ.# 17
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

28 სექტემბერს, 13:00 საათზე,. ზესტაფონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დევნილებთან შეხვედრას გამართავენა. 
მის: ქ. ზესტაფონი, ასლანიკაშვილის ქ. N1; ყოფილი პოლიკლინიკა. 
საკონტაქტო პირი ნინი - 595053605

28 სექტემბერს, 13.00 საათი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრება.
მის.: ბაღდათი, რუსთაველის ქ. №68, ცენტრალური ბიბლიოთეკა 

28 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევარი „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ რამდენიმე საათით დაინტერესებული საზოგადოებისთვის განთავსდება.
მის: ფიროსმანის ქ.28

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, ტექნოპარკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიცირებით მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ვაკის პარკის მედიათეკაში პედაგოგებს შეხვდება. 
თემა: განათლების რეფორმა და არსებული მდგომარეობა. 
საკონტაქტო პირი ელენე - 598191988

28 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო“ საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველ კრებულს წარადგენს.
მის. ჭოველიძის ქ. #4
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics