17:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 10:38:03, 1112 ნახვა

პოლიტიკა
IDFI: 2014 წელს საკრებულოს წევრებზე 925,885 ლარი გაიცა

ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს-უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა.

IDFI-მ თბილისის საკრებულოს აპარატრს მოთხოვნით მიმართა,  2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ხარჯებისა და დასაქმებულ რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს  აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ  გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, 2011 წლის 31 დეკემბრისმდგომარეობით, თბილისისსაკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ,  საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ.

2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც  თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით.  პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია -  1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა  შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს.

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს  სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics