2016-09-08 16:44:37, 796 ნახვა
სპორტი
ქუმსიშვილი: გატარებული რეფორმების შედეგად შესაძლებელია პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი მოხდეს მისი რესოციალიზაცია
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიშს დაესწრო, რომელიც მინისტრმა კახი კახიშვილმა წარადგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით მიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კახი კახიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი მინისტრების - სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში. ”ჩემთვის დიდი პატივია, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ნამდვილად, ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას, ემსახურებით იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთიმნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი. „ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას.თუმცა, ის პროგრამები, რომლებიც დაინერგა სამინისტროში, არის საწინდარი, რომ მსჯავრდებული ადამიანები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნდებიან, ისინი შეძლებენ შექმნან დამატებითი ღირებულება ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”-აღნიშნა ქუმსიშვილმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|