09:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 21:55:13, 2627 ნახვა

გვანცა აბესაძის ბლოგი: ბედნიერება სახელად „მეწყინა“

17 - მეწყინა, 31 - არმინდა, 22- გულსარა. ისინი, ყველანი ქალები არიან...

თითქოს სამყაროში 21-ე საუკუნე დგას, თუმცა ალბათ მხოლოდ „დგას“ და არ იძვრის, რადგან არ იგრძნობა. მაშინ რა ვუწოდო იმ ფაქტს, ვაჟის გაჩენისას თოფს რომ ისვრიან და გოგონაზე მხოლოდ ბოღმას, კიდევ უარესი, თანაგრძნობით სავსე თვალებსაც რომ მიაპყრობენ მამას და თითქოს ასეთი ხალხი ხდის იძულებულს მშობლებს - არ უნდოდეთ შვილი, მხოლოდ იმიტომ რომ ის გოგოა.

ბევრი მიფიქრია ქალებზე, როგორი განსხვავებულები არიან. ალბათ, მათი ბედნიერებაც მათსავით სხვადასხვა ფერია. მე შემიძლია გითხრათ რა ფერია იმ ქალის ბედნიერება, ლამაზი კაბით რომ გამოდის ყოველ დილით სალონიდან , იმ ქალის სიხარულსაც მოვარგებ ფერს, მუშაობისგან გამაგრებული ხელები რომ აქვს, მათაც ქმრისგან დაჩაგრულები რომ ათასში ერთხელ იღიმებიან, მაგრამ ვერასდროს ვერ მივხვდები რას გრძნობენ ქალები, რომლებსაც დაბადებისთანავე აგრძნობინეს სიძულვილი და უსარგებლობა, როგორია იმ გოგონების ბედნიერება რომლებსაც „არმინდოდა“ ან „მეწყინა“ დაარქვეს.

მე გვანცა ვარ,

მეც გოგო ვარ, თანაც ერთადერთი შვილი ოჯახში. ოჯახში, რომელშიც 8 წლის ლოდინის შემდეგ გავჩნდი, არ ვიცი ვინ უნდოდა ჩემს  მშობლებს, შეიძლება ვაჟზეც უოცნებიათ, აი. ისე ბებიაჩემი რომ იტყვის ხოლმე შეფარვით - „არა,  არა ბიჭი მაინც ოჯახისთვისააო“. ჩემი დაბადება მათთვის სიხარული იყო, ვიცი მამაჩემს არ დაწყდებოდა გული თეთრი, წითელლოყება გოგო რომ დაინახა სამშობიაროს ფანჯრიდან, ამას მაშინ ვგრძნობ როცა ჩემს სახელს ვიხსნებ, როცა დედის სურვილის  მიუხედავად წამითაც კი არ უ-ფიქრია ისე დამარქვა გვანცა და მთელი თავისი სიხარული ჩემს სახელში ჩაატია.

პირველად უცნაური გრძნობა მაშინ დამეუფლა, როცა გავიგე მეზობელი მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მე ბიჭი არ ვიყავი, შემდეგ ნაცნობები ითვლიდნენ ოჯახებში ვაჟებისა და გოგოების რაოდენობას და გამარჯვების კვარცხლბეკზე ისინი აჰყავდათვის სახლშიც „გვარის გამგრძელებლები“ ან „ჭიქა  წყლის მიმწოდებლები“ იყვნენ. ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ტრიალებდა, რომლებსაც პასუხი  დედაჩემმა გასცა სიტყვებით - „ნუ დარდობთ, მე არ ვნერვიულობ რომ ის გოგოა“.

მე კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ გვანცა ვარ,თუმცა მაინც არ ვიცი რა უხარია გოგონას სახელად „გულსარა“.

მგონია, რომ პრობლემა იმ ხალხში კი არ უნდ  ვეძებოთ ვინც შვილებს ასეთ სახელებს არქმევს, არამედ ნაცნობებში, მეზობლებში და თანაგრძნობით სავსე თვალებში, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ არ უყვარდეთ შვილი - ოღონდ გოგო.

ვინ იცის ასეთი დამოკიდებულების გამო რამდენი „მეწყინა“ და „მეტიარა“ დაიბადა, რამდენი გოგონა გახდა მსხვერპლი ჩვენი გულცივი დამოკიდებულების, სტერეოტიპების და სახლის იმ ფუძის, სადაც მხოლოდ ვაჟი წარმოუდგენიათ.

ან რას გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სულაც არ ეწყინათ რომ გოგო შეეძინათ, უნდათ მას „გულსუნდა“ დაარქვან მაგრამ, რას იტყვის ხალხი?

ჰო,  ვფიქრობ ეს დამოკიდებულება ქმნის შემდეგ სტატისტიკებს, რომლებშიც ასეთი ქალების ბედნიერება ნაცრისფერია, აი, იმ ცასავით ნაცრისფერი საწვიმრად გამზადებულს, ღრუბელი რომ გადაფარავს ხოლმე. შეიძლება ეს ნიშანია, რომ  გამოვფხიზლდეთ, შევიცვალოთ, ნაკლებად  ვენდოთ სტერეოტიპებსა და იმას თუ „რას იტყვის  ხალხი“.

მე გვანცა ვარ,

გოგონა რომლის  გაჩენითაც ჩემს  ოჯახში ყველაფერმა ფერი იცვალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics