2016-08-27 16:03:43, 2000 ნახვა
მსოფლიო
სირიელი ამბოხებულები: თურქეთის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა
სირიის ოპოზიციური დაჯგუფება "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭოს“ განცხადებით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ქალაქ ჯარაბლუსის სამხრეთით დასახლებულ ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.მეამბოხეების განცხადებით, ავიაიერიშებს სოფელ ამარნაში მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტი "რეგიონის მომავალს საფრთხეს უქმნის". მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მედია საშუალების ინფორმაციით, "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო” ოპოზიციურ დაჯგუფება - " სირიის დემოკრატიულ ძალებთანაა“ დაახლოებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქურთები ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და სირიაში შეიჭრნენ. ოპერაციას წინ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასიური საარტილერიო იერიში განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც ანკარამ დაიწყო, თურქეთ-სირიის საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მისი განმარტებით, ავიადარტყმები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსა" და სირიელი ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ანკარა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მოკავშირედ მიიჩნევს. მოგვიანებით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მიერ ქალაქ ჯარაბულუსში შეჭრა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის წარმოება დაგმო და თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|