2016-08-27 14:41:01, 1261 ნახვა
სამართალი
კობახიძე: ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია
ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ხდება, მძიმე სანახავია. ”ვიცი, თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთგვარი მწვერვალი იურისპრუდენციის იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თავს იყრიან ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი განსაკუთრებული რეპუტაციით, კვალიფიკაციით და საქმის პატივისცემით. 2012 წლამდე ეს ორგანო ძალიან პასიური იყო და 2012 წლის შემდეგ გააქტიურდა. ამ ყველაფერს ერთი და იგივე საფუძველი აქვს - კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარჩელის შეცვლას, შეიცვალა სარჩელი და ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დაირღვა კანონი”, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საჭიროა სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება. კობახიძის განმარტებით, მძიმე გადაცდომას წარმოადგენს 23 აგვისტოს მომხდარი შემთხვევაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან შესაძლოა ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა
იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული, უცხოელი აგენტების კანონი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|