19:43 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 12:33:51, 1370 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: გორში აჟღერებული "რუსულები" და თბილისში გაჩენილი "იანდექსები"

არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება და ქვეყანაშიც სხვადასხვაგვარი პროცესები ვითარდება. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს მოვლენები საერთოდ არ უკავშრდება არჩევნებს. დედაქალაქს ორი განსახილველი თემა აქვს - როგორ ჭრის და კერავს ნარმანია ხეებს და შეიძლება თუ არა ქალმა პირდაპირ ეთერში ბილწისტყვაობა დაიწყოს. 
თუმცა, დავანებოთ ამ მოვლენებს თავი და ცოტა ხნით სხვა მნიშვნელოვან ამბებსაც შევეხოთ. ოლიმპიადა დამთავრდა და ჩვენი საამაყო სპორტსმენებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, მედლებით დაგვიბრუნდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გორელებმა გამოიჩინეს თავი. ქალაქმაც შვილივით გაზრდილ საამაყო ადამიანებს "შესაბამისი დახვედრა" მოუწყო.  
სანამ უშუალოდ დახვედრაზე გადავიდოდი, სამწუხაროდ, კვლავ უნდა გავიმეორო და ამ თემაზე სულ მიწევს თქმა, რომ გორი ის ქალაქია, რომელმაც 8 წლის წინ პირადად იგრძნო რუსული ბომბების გემო. ძალიან ბევრს, როგორც ჩანს, მოკლე მეხსიერება აქვს ან არ აქვს და უბრალოდ, 2008 წელს დიდ ძმასთან გაუგებრობად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ BIG BROTHER'S ALWAYS WATCHING THEM. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, გორში "რუსულები" აჟღერდა და ამისთვის, გორის მერიამ 20 ათასი ლარიც დახარჯა. გორელების საყვარელი "გმირი" ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ მასკარადზე ჩაეღიმებოდა და ორ სიტყვას იტყოდა - РАССТРЕЛЯТЬ ВСЕХ!
გორს არც დედაქალაქი ჩამორჩება - თბილისში "იანდექსის" ტაქსები გამოჩნდნენ. მოკლედ, ავხნათ რა არის "იანდექსი". ეს არის რუსული საძიებო სისტემა, "გუგლის" მსგავსი. ამ პროგრამას საკუთარი რუკაც გააჩნია და "რატომღაც" იქ, ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველოსგან გამოყოფილები არიან. 
მთავარია, ეკონომიკა აყვავდეს და როგორც ერთი რომაული გამონათქვამი გვაუწყებს - რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. ხოდა, ქალაქის ქუჩებში მრავლად დადიან უსუნო ტროას ცხენები "იანდექსები". რა ჯობია "იანდექსის" ტაქსში რომ ზიხარ და "ბილაინის" აბონენტი რომ ხარ. საღამოს რესტორანში მიხვალ და განსხვავებულით დალევ სამშობლოს სადღეგრძელოს - მალე ჩვენმა შვილებმა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრონო. 
ნელ-ნელა, გაუთვითცნობიერებლად, ხალხი "უწყინარ" რუსულ "რამე-რუმეებს" ეჩვევა. ამას პოლიტიკოსთა რიტორიკაც ემატება - რუსული პენსია, ტერიტორიული მთლიანობის გასაღები თურმე რუსეთშია, ნატო-ში თუ არ შევალთ ერთმორწმუნე ძმა ტერიტორიებს დაგვიბრუნებს (თუმცა ეს ფრაზა არცერთი რუსი პოლიტიკოსისგან არავის არ სმენია) და ა.შ. 
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ,მაიმუნი ვირიშვილების დამსახურებით, უკანალისკენ მივიწევთ - იქ ხომ სიმშვიდეა. მართალია, ყელამდე ფეკალიებშიც ვეფლობით, მაგრამ სიმშვიდეა. 
მოკლედ, 1992 წელს რუსეთმა აფხაზეთი წაგვართვა და ჩვენი ბიჭები დახოცა, სამოქალაქო ომის დროს "კიტოვანებს" იარაღით ამარაგებდა, 2008 წელსაც ამოხოცეს ქართველები, უფრო ადრე, 1921 წელს გაგვაწითლეს, რასაც 1937 წლის რეპრესიები მოყვა (ეს მაინც უნდა გახსოვდეთ სხვა ფაქტები თუ არა), ეს ყოველივე 1983 წლიდან მოყოლებული ფაქტების ძალიან არასრული ჩამონათვალია. სანამ "იანდექსებით" ვიგრიალებთ, ეს ამბებიც გავიხსენოთ-ხოლმე.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics