14:49 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:18:54, 684 ნახვა

რეგიონი
წილკნის მოსახლეობას ნალექიან ამინდში გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ოჯახი ცხოვრობს.  აღნიშნულ სოფელში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითშიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. სოზარ სუბარი და ილია დარჩიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

წილკანში ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულპუნქტიში, წვიმის დროს,  გზების სავალი ნაწილი  და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად იტბორებოდა. რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო  სამსახურის მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ.

ამ ეტაპზე სირთულეები აღმოფხვრილია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2, 5-კმ  სიგრძის გზას, რომელიც ექვს ქუჩას მოიცავს. გზის პარალელურად გაკეთდა სანიაღვრე ქსელი. პროექტის ღირებულება 160 000   ლარია.

სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2016 წლის ივლისში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics