16:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:44:39, 712 ნახვა

სამხედრო
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება დასავლეთის დაშანტაჟებას ემსახურება

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ნიკა ჩიტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას რუსეთის მიერ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადებასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიერ საზღვრის ჩაკეტვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით ხორციელდება.

როგორც ჩიტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ფაქტი დასავლეთის მიმართულებით შანტაჟს უკავშირდება. 

„ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყოველთვის არსებობს.  მით უმეტეს, როდესაც ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოდიან და უკვე მოსავლის აღებას იწყებენ. მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით რუსეთის სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და საჰაერო კოსმოსურ ძალებში სრული სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული, ეს, ჩემის აზრით, დასავლეთის მიმართულებით შანტაჟს უკავშირდება.  ეს გარკვეულწილად საქართველოზსა და საერთაშორისო საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა. ამავდროულად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სწავლებებია დაწყებული. სწორედ კავკასიის რეგიონში აქვს რუსეთს სამხედრო ძალების ყველაზე დიდი კონცეტრაცია - კერძოდ, კავკასიაში რუსეთის 300 000-მდე ჯარისკაცია დისლოცირებული“, - აცხადებს ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი. შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics