01:01 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 16:45:08, 687 ნახვა

უპარტიოს ბლოგი: „ცენტრისტების“ სინდრომი საქართველოში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც მატულობს, რომელიც  ურთიერთბრალდებებითა და პოპულისტური პათოსითაა სავსე. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ელექტორატის მოხიბვლას დასავლური დემოკრატიით ცდილობს, ნაწილი - „უბლოკო“ სტატუსით (რაც თავშივე მოიცავს დიდ საფრთხეებს გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე), ხოლო ერთეულები ამომრჩეველთა მოზიდვას - რუსული პენსიითა და ევრაზიული კავშირით აპირებენ .

საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია პრორუსული გაერთიანება-„ცენტრისტების“ გამოჩენამ და მათმა საარჩევნო კლიპმა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პარტიას არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. „ცესკოს“ საქმიანობის დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა - რა გზით მოხდა აღნიშნული გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაცია მაშინ, როდესაც მოძრაობას არ ჰყავს უფლებამოსისლი პირი? თავის მხრივ, თამარ ჟვანიას უწყებამ ხელი საჯარო რეესტრისკენ გაიშვირა და ის შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების დროულად არმიწოდებაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, უწყებათაშორისი „გაუგებრობა“ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნით დასრულდა.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, ვლადიმერ ბედუკაძეს სწორედ მაშინ მოუხსნეს სახელმწიფო დაცვა, როდესაც მოსახლეობაში მის მიმართ დიდი წინააღმდეგობა გაჩნდა. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი „მოწმის“ უსაფრთხოება მმართველი ძალის ინტერესებში უნდა შედიოდეს, სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ ფაქტით, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა სპეკულირება დაიწყონ. ბედუკაძისგან დისტანცირებამ და გამიჯვნამ, შესაძლოა, წამების კადრებთან დაკავშირებით „ახალი“ მოცემულობები გამოავლინოს . ის უამრავ კომპრომატს ფლობს და ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ საკუთარი პოლიტიკური სვლის გათმაშებას შეეცდება.

რაც შეეხება კლიპს - უნდა ითქვას, რომ ის პირადპირ ეწინააღმდგება ქვეყნის კონსტიტუციასა და სუვერენიტეტს - კერძოდ, კონსტიტუციის 29-ე მუხლს.  ამ პოზიციას კი თავად გაერთიანების ლიდერი უსუსური არგუმენტებით პასუხობს. ვიდეორგოლში გადმოცემული პათოსი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს შექმნის ძირითად პრინციპებს და ომგამოვლილი ხალხის ღირსებას. პოლიტიკური კონკურენცია და ბრძოლა უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ  მკაცრად გაწერილ თამაშის წესებს და არა კანონის უხეშ უგულებელყოფას.

ბედუკაძის მიმართ საზოგადოების გადამეტებულად აგრესიულმა რეაქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრორუსულ ორიენტაციას ქვეყანაში არ ჰყავს ბევრი მომხრე.  მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, საქართველოს მიმართებაში კრემლის ანტაგონისტურ პოლიტიკას (72%NDI) ძალიან ჯანსაღად, სწორად და რაციონალურად აფასებს.  საზოგადოებას არ ეშინია პრორუსული დისკურსის, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისა და ანალიზის. თუმცა, ხალხი არც კონფრონტაციული  ტონს მიესალმება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, კონსტიტუციის დამახინჯება და არასწორი ინტრეპრეტირება ყველა პოლიტიკური ძალისთვის წამგებიანი მიდგომაა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეს , ქართული პოლიტიკის პრობლემა, ბედუკაძე კი არა არის, არმედ მორჩილი, ე.წ. ღილაკის „პოლიტიკოსები“, რომლებიც მმართველი ელიტის ინტერესებს ემსახურებიან. მთავარია, არა ახალი იდეები და პრობლემების პრევენციის სწორად გაწერილი სტრატეგია, არამედ, პარტიული იმპულსები და დამკვიდრებული მონური კონიუქტირა. უპრინციპო ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას საკუთარი ელექტორატის წინაშე. პოლიტიკა არაა საკუთარი სურვილების რეალიზაცია. ის გარკვეულ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც საზოგადო საჭიროებებს ემსახურება. აუცილებელია, ეს დემოკრატიული ტრანზაქციის პერიოდში ყველა პოლიტიკოსმა ისწავლოს და გაითავისოს. თავის მხრივ ელექტორატი პოლიტიკურ არჩევანს საკუთარი ღირებულებებისა და პოლიტიკურ პარტიათა პროგრამების მიხედვით უნდა აკეთებდეს და არა, რომელიმე ჯგუფის ან თუნდაც რელიგიური ინსტიტუტის გავლენით. არჩევნები არის ის პროცესი, სადაც ყველა ადამიანმა საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა ზიდოს. თუნდაც, იმიტომ, რომ კოლექტიურ „ცენტრისტებს“ არასწორად დარეგისტრირების სურვილიც კი გაუქრეთ.

სხვა შემთხვევაში ალტერნატივა კარლ იუნგის პარადოქსია, როდესაც არაგონივრული ინსტინქტით შეპყრობილ ადამიანთა ერთობა კოლექტიურ უბედურებას წარმოშობს.  

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics