2016-08-01 14:44:05, 3532 ნახვა
კულტურა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ – TBILISI OPEN AIR მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა
სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2016 გუშინ 31 ივლისს დასრულდა. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი და უცხოელი მომღერლებისათვის სამ სცენაზე მოესმინათ. ფესტივალის მთავარი მოვლენა ირლანდიელი მუსიკოსი Demien Rice იყო. შესაბამისად, ფესტივალის მესამე დღე ყველაზე ხალხმრავალი და ოვაციებით სავსე აღმოჩნდა. ირლანდიელმა მომღერალმა მსმენელის მოლოდინი გაამართლა. არანაკლებ ემოციური იყო 30 ივლისს ამერიკელი გიტარისტის Steven Siro იგივე Steve Vai-ს, ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის–Unkle, 29 ივლისს კი ბრიტანული ჯგუფ Morcheeba-ს წევრების Skye-ს და Ross –ის, ასევე ფრანგული მუსიკალური ბენდის Air-ის გამოსვლა. დახურვის დღეს მთავარ სცენაზე ბოლო გამომსვლელი ინგლისელი შემსრულებელი Tricky იყო. რამდენიმე ქართული ბენდის პროტესტის მიუხედავად, მსმენელის წინაშე ბევრი ქართველი შემსრულებელი წარსდგა. მათ შორის: ერეკლე დეისაძე, მაქს მაჩაიძე, ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, ქეთათო, რობი კუხიანიძე და სხვები. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან მედია - რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|