12:44 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 14:56:24, 526 ნახვა

საზოგადოება
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და  სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. 

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყო  კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა).

„ეს გზა  კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს,  ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შ.პ.ს „ენკო“ ასრულებდა.

თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე. 
(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics