18:17 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 13:39:13, 687 ნახვა

საზოგადოება
Silk TV კომპიუტერში, სმარტფონში და ტაბლეტზე!

კომპანია „სილქნეტმა“   სატელევიზიო ეთერის ანალოგი - Silk TV აპლიკაცია შექმნა.  ტელე-არხების გააქტიურება  მობილურ ტელეფონებში, პლანშეტებსა და პერსონალურ კომპიუტერებშია შესაძლებელი.    საყვარელი გადაცემების, ფილმების, ახალი ამბების და სპორტული მატჩების თვალის მიდევნება  გადახვევა-დაპაუზების რეჟიმით მიმდინარეობს.  ჩვენება მაღალხარისხიანი, ნებისმიერ დროს და ადგილას აპლიკაციით სარგებლობა  კომფორტულს ხდის ტელე-მაუწყებლობას. 

ანდროიდის ან სმარტფონის მოწყობილობებზე აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სრულიად უფასოდ შემდეგი ლინკებით: 

https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; https://itunes.apple.com/US/app/id911759740

ასევე, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.silktv.ge აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე პერსონალური კომპუტერებისთვის.  

ინტერფეისის სიმარტივე,  არხების მრავალფეროვნება,  საკუთარი სპორტული თუ გასართობი კონტენტის არსებობა - ეს ის უპირატესობებია, რაც სილქნეტის აპლიკაციას  განსაკუთრებულს და მომხმარებლებისათვის მიმზიდველს ხდის.   მათ შესაძლებლობა აქვთ არხებით Silk Sport HD 1, Silk Sport HD 2, Silk Sport HD 3 თვალი ადევნონ  სპორტულ მოვლენებს, ხოლო  Silk კინო ჰოლივუდზე და Silk კინო კოლექციაზე - რეიტინგულ ფილმებს. მით უფრო, რომ ორივე არხზე  ახალი ფილმებით განახლება მიმდინარეობს ყოველდღიურად.  ასევე ანიმაციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა საბავშვო  არხი Silk ქიდსი. ქართულად დუბლირებული მულტფილმები ყველაზე პატარა მაყურებელის ინტერესებზეა მორგებული.

Silk TV აპლიკაციის მინიმალური პაკეტის ყოველთვიური ღირებულება „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის 2 ლარია, ხოლო ნებისმიერი სხვა მსურველისთვის -  4 ლარი. 

დეტალური ინფორმაციისთვის მუშაობს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100, სადაც ოპერატორების დახმარებით შესაძლებელია აპლიკაციაზე, სააბონენტო პაკეტებზე მეტი ინფორმაციის მიღება.

სილქნეტის ინოვაციურმა აპლიკაციამ   ტელემაუწყებლობა მაღალტექნოლოგიურ და ამავე დროს მოსახერხებელ სერვისად აქცია. მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.   აპლიკაციის გარდა, SilkTV -ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სტანდარტული გზით - თბილისსა და რეგიონებში ოპტიკურ და DSL ქსელში ჩართვით (სააბონენტო თვეში 9 ლარიდან), ხოლო სხვა ქსელის მომხმარებლებისათვის ხდება პროდუქტის „Silk ოპტიმას“ ინსტალაცია ( სააბონენტო თვეში 15 ლარი) არსებულ ინტერნეტ ქსელზე.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics