13:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 13:25:12, 655 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: პრეზიდენტმა განცხადება დაუფიქრებლად გააკეთა

პრეზიდენტის თანამდებობისთვის შესაფერისი ქმედებები აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილყო და არა ის, რომ გიორგი პაპუაშვილის უადგილო და ანგაჟირებული განცხადება გაეზიარებინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაპუაშვილზე ზეწოლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მწუხარების გაზიარება შეუფერებელი ქმედებაა.

„მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე ზეწოლა მოხდა და ვფიქრობ, ეს თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებაა. პრეზიდენტსა და გიორგი პაპუაშვილს ჯერ კიდევ თავიანთ განცხადებებამდე ევალებოდათ, რომ პროკურატურასთვის მიემართათ. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადრე, თურმე, პროკურატურას მიმართა და ვერანაირ შედეგი ვერ მიიღო. როგორც ირკვევა არანაირი მიმართვა პაპუაშვილს არ ქონია. ვფიქრობ, რომ პაპუაშვილის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ასეე ვფიქრობ, პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადების გაკეთება“, - განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამოძიებამ ყველა კითხვას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრზე მომხდარი ზეწოლის ფაქტზე გუშინ განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics