02:19 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 12:32:22, 989 ნახვა

ეკონომიკა
38 700 ლარის საქონელის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

თბილისში, 38 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

„კერძოდ, შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა მერსედესის მარკის  ა/მანქანა, რომლითაც ერთ-ერთი შპს  ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ელექტრო დამტვირთველი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 38 700  ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,  გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics