15:54 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 10:58:36, 586 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: იმედი გვაქვს, ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიღებული იქნება

„ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე   გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს  ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას.

„ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც ნატო-ს ვარშავის სამიტზე მივიღეთ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით,  ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში”, - აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics