14:50 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 09:39:06, 633 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რჩება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

მინისტრის თქმით, ელჩმა თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გააკეთა.

"ჩვენ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულობა მართებს, როდესაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია", - განაცხადა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, გეგეშიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები არიან მმართველ გუნდში, რაც პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა აღნიშნულ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics