11:25 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:33:38, 754 ნახვა

საზოგადოება
Stadler KISS -მა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმის რკინიგზის სადგურში დახვდა.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მატარებელმა, Stadler KISS ქალაქში 400-მდე მგზავრი შეიყვანა, მათი უმრავლესობა ტურისტები იყვნენ. 

პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ზურაბ პატარაძემ პირადად მგზავრებისგან მიიღო ინფორმაცია. მგზავრებთან გასაუბრების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ მატარებელი დაათვალიერა. 

დღესვე, ზურაბ პატარაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტს გაეცნო. პროექტის ფარგლებში „ბათუმი ცენტრალის" მგზავრებს ახალ სერვისს - მობილური გიდებით მომსახურებას სთავაზობენ. ისინი სტუმრებს რეგიონის ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციასა და ბუკლეტებს მიაწვდიან. მობილური გიდები ქობულეთის რკინიგზის სადგურშიც იმოძრავებენ. 

აგვისტოს პირველი ნახევრიდან კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ბათუმი ცენტრალის" შენობაში სეზონური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებას გეგმავს, სადაც ტურისტებს ასევე შეეძლებათ რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღება. 

„შემოვიდა პირველი, თანამედროვე, ორსართულიანი მატარებელი ბათუმის რკინიგზის სადგურში. როგორც ხედავთ ყველა მგზავრი კმაყოფილია. დამერწმუნეთ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, სერვისების გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და მინდა მივულოცო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ტურისტს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მგზავრებთან შეხვდრის შემდეგ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics