10:52 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:41:03, 1466 ნახვა

სამართალი
IDFI: 2015 წელს პროკურატურაში შრომის ანაზრაურებაზე 25 720 900 ლარი დაიხარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2012 წლის შემდგომ, პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან აცნობეს, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აღემატება.

კერძოდ, IDFI-ს ცნობით, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებითმათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით.

პროკურატურის შტატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს: 2011 წელი - 14 540 949 ლარი;2012 წელი - 15 214 572 ლარი; 2013 წელი - 20 108 742 ლარი; 2014 წელი - 24 743 192 ლარი; 2015 წელი - 25 720 900 ლარი.

ამასთან, IDFI-ს ცნობით, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყოველწლიური მატება თანამშრომლების ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით.

როგორც მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, 2014 წლამდე პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებითი ანაზღაურების სახით გაიცემოდა მხოლოდ პრემიები: 2011 წელს 3 830 289 ლარის პრემია, 2012 წელს - 4 557 686 ლარის პრემია, 2013 წელს - 5 900 857 ლარის პრემია.

2014 წელს პრემიების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად (6 283 579 ლარი), პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებით გაიცა 3 960 116 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და სულ გაცემულმა პრემიამ და დანამატმა ერთად შეადგინა 10 243 695 ლარი.

2015 წელს პროკურატურის საშტატო თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა სახელფასო დანამატები 3 854 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო ოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა.

პროკურატურის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით პრემიებისთვის გათვალისწინებულია 2 721 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისათვის 5 164 500 ლარი.

შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდა შეინიშნება შტატგარეშე თანამშრომლების შემთხვევაშიც. 2011-2013 წლებში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცემოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო (2011 წელი - 188 162 ლარი, 2012 წელი - 156 932 ლარი, 2013 წელი - 388 268 ლარი). 2014 წელს 564 563 ლარის ოდენობის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად გაიცა აგრეთვე პრემია 100 275 ლარი, ხოლო 2015 წელს 578 251 ლარის ოდენობის სარგოსთან ერთად პრემია 132 095 ლარი და დანამატი 4 250 ლარი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics