19:58 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:51:11, 607 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს სიტყვით მიმართა.

ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და მის ფარგლებში მოლაპარაკებების ძირითად თემებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მან ასევე დააფიქსირა,  საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის ფარგლებში ასევე გააკეთა განცხადება უკრაინის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე. სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრუშევმა დავალება გასცა, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით
ომბუდსმენის აპარატი - იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე - აღენიშნებოდა დაზიანებაც
შსს - პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა აქციაზე დაკავებული 4 პირი, ხოლო 10 იზოლატორშია გადაყვანილი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics