2016-06-27 22:47:34, 571 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 ივნისის სპეციალური ანონსი
28 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში” საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებები“ .
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13
28 ივნისს, 10:00 საათზე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამდღიან კონფერენციას გახსნის.
გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადასთან 09:30 საათზე უნდა მივიდნენ
საკონტაქტო პირი გიორგი თუხარელი - 595262526; 577393007
28 ივნისს, 10:00 საათზე, სასწავლო ცენტრი „ოქსფორდ ჰაუსი“ და „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ აწყობს საქველმოქმედო აქციას: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
მის: თაბუკაშვილის ქ. N1 (კოლმეურნეობის მოედანთან)
საკონტაქტო ტელ: 0322995676; 551931515
28 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების #2
28 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმრო ”Holiday Inn”-ში მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით - „თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
28 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: "საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაცია".
28 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემი დაესწრებიან.
მის: დანიელ ჭონქაძის ქ. N20
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ადგილზე უნდა იყვნენ 14:00 საათზე.
საკონტაქტო პირი ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან