2016-06-27 11:41:49, 629 ნახვა
სხვადასხვა
მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს
არგენტინელ ფეხბურთელის ლიონელ მესის განცხადებით, ის არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს, - ამის შესახებ BBC წერს. ფეხბურთელის თქმით, მისთვის ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. “ჩემთვის ეროვნული ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ”, - განაცხადა ლიონელ მესიმ. აღნიშნული განცხადება ლიონელ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითიდ დრო ფრედ დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ამასთან, მესიმ პენალტი გააფუჭა. ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. არგენტინის ნაკრები ამერიკის თასის ფინალში ჩილესთან ორჯერ დამარცხდა - 2015 და 2016 წელს, ამას გარდა, არგენტინელებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთანაც წააგეს. ცნობისთვის, 29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. მესი ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მმოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|