17:14 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 22:43:27, 576 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ივნისის სპეციალური ანონსი

26 ივნისს, 11:00 საათზე, ”ახალი საქართველოს" დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: „STADLER -ის განცხადება, „საქართველოს რკინიგზის“ გვირაბში ჩამოშლილი კლდის მასა და ლიანდაგების შეცვლილი სიმაღლე“.
მის.: სპორტის სასახლის წინ, მარკეტი ”სპარის” მეორე სართული.

26 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“(GHRN) და ,,ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD) ორგანიზებით პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართება. 
საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი 599 119 999

26 ივნისს, 12:00 საათზე, სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური „ფესტივალი გურმანი 2016“, რომლის ორგანიზატორია პიარ და ივენთების კომპანია „ტრიფექტა.
საკონტაქტო პირი: ნინო ყურაშვილი 5 77 20 11 20

26 ივნისს, 15.00 საათზე მთაწმინდის პარკში ქუჩის მუსიკის საერთშორისო ფესტივალი, ”დაუკარი მშვიდობისთვის’’, გაიმართება.

26 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ჯგუფური გამოფენა „მწვანე". 
მის: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

26 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში“, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება.
საკონტაქტო პირი: 595 578475 გელა დაიაური

26 ივნისს, 17:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაესწრებიან.

26 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „მე, ნარკოტიკების მომხმარებელი - არ ვარ კრიმინალი“ გაიმართება. 
საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი 599 119 999

26 ივნისს, 19:00 საათზე, თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში ”ნადიკვარი“ დათუნა მგელაძის, რობი კუხიანიძისა და ბენდის, ნუცა ბუზალაძისა და ჯგუფის „Pulse” კონცერტი გაიმართება.

26 ივნისს, 19:00 საათზე, ოზურგეთში, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ჯგუფების Reggaeon-ის და Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართება.

26 ივნისს, 19:00 საათზე, ზუგდიდში ქალაქის ცენტრალურ პარკში (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე), მეგი გოგიტიძე და ბენდი, მომღერლები - ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, კახა კუხიანიძე და თამთა ჭელიძე კონცერტს გამართავენ.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics