00:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:02:58, 1880 ნახვა

პოლიტიკა
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება (ექსკლუზივი)

როგორც " "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი შესაძლოა, კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს.

გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით.

კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა.

აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იყო, მას პრემიერი წყალობას, ალბათ,  არც თავდაცვის მინისტრად წარდგენისა და დამტკიცების დროს მოაკლებს. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს კობალაძით ჩანაცვლება, რადგან უკვე დადასტურებული ინფორმაციით,  მას და თავდაცვის მინისტრს საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც შემდგომში, სავარაუდოდ, ხიდაშელის ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics