23:44 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:05:34, 1661 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და პაველ სოლოხმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ინტენსიურად და ძალიან წარმატებულად ვითარდება და უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა ამის კიდევ ერთი დასტურია.

„ვიზიტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ეფუძნება. 2008 წელს პოლონეთის ხელისუფლების ქმედება ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. სულ ცოტა ხანში ყველა ამ საკითხზე ვარშავის ნატო-ს სამიტზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა პაველ სოლოხმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისაკენ სწრაფვას.

„ვფიქრობ, რომ ალიანსის ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც საქართველოა იმსახურებს ნატო-ს წევრობას და უახლოეს სამიტზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ წამოვწევთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორი მიზნის მიღწევა დადებითად აისახება, როგორც პოლონეთის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე, მთლიანად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა, მათ შორის,  გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა პაველ სოლოხმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე პაველ სოლოხი ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს შეხვდა.

როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ორი წელია ჩვენს სტურქტურებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.

ეს ძალიან კარგი მესიჯია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის წინ და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სწორედ პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მხარდაჭერა", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics