01:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:11:35, 472 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესიდის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ჰაბიბ ესედის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი  ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას  და  ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ აფრიკის ქვეყნებზე,  იმ სახელმწიფოებზე, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ახალი დამყარებული აქვს და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გასამყარებელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების თვალსაზრისით.

"შეხვედრისას ჰუმანიტარული პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტების, ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალებულთამდგომარეობას. საქართველოს პრეზიდენტმა ტუნისის მთავრობის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და  ჰუმანიტარულიპრობლემები გააცნო",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics