18:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 14:46:01, 526 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები

„შეხვედრაზე ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე გავამახვილეთ ყურადღება. აღვნიშნავ, რომ მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. საუბარი ძირითად, სამ ელემენტზეა გამახვილებული: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები და იდეები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა. სამიტის შემდეგ, საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.

"შეხვედრის ძირითადი თემა, ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო. საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული კუთხით, ვარშავის სამიტზე იყოს აღიარებული. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები უნდა გავაძლიეროთ ვარშავის სამიტზე, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა განმტკიცდეს და თავსებადობა ნატოს ძალებთან უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და მას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, უილიამ ლაჰიუც ესწრებოდა.

 

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics