03:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:42:55, 613 ნახვა

რეგიონი
ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან ერთად, ციხისძირში ახალი პარკის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ასოციაცია "ატუ"-ს დაკვეთით საქართველოში შემოტანილ იქნა 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღეისთვის უკვე დარგულ იშვიათი ჯიშის ხეებს შორის არის 16 ლირიოდენდრონი(ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალური კედარი და ა.შ.   უნიკალური ხეების გარდა, ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივით სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ატუს საჩუქარი გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში.   2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ.მ ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა, მოასფალტებული და განათებული შიდა გზა, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. 

"როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მაცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირდო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანია "ზიმო", რომელმაც პროექტის განხორციელებისას დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რითაც დამატებითი შემოსავალი გაუჩინა მათ ოჯახებს.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics