21:15 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:21:30, 504 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთათელაძის N17 კორპუსთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე ქსელი მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო 2 540 კვადრატულ მეტრზე. დასრულდა კორპუსების წინ არსებული ეზოს კეთილმოწყობა, გაკეთდა ბორდიურები, კიბე და პანდუსები. აღნიშნულ მისამართზე არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, ამიტომ საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. ოცსართულიან კორპუსში, რომელსაც 4 სადარბაზო აქვს,  300-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ქუთათელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების პროცესს, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„როცა ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიამ ქუთათელაძის ქუჩაზე დაიწყო საგზაო სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ სანიაღვრე ქსელი აქ საერთოდ არ იყო, ამიტომ გავაკეთეთ სანიაღვრე ქსელი და შემდეგ განვაგრძეთ საგზაო სამუშაოები; მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას საშუალება აქვს კეთილმოწყობილ გარემოში იცხოვროს“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკის რაიონში გზის შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 29 040 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ორმოული სამუშაოების შესრულება და  დღესითვის, ვაკეში, სულ 160 ორმოული სამუშაოა შესრულებული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics