16:13 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:08:39, 524 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: 2008 წლის ომი, იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს

საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომი იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვერშბოუმ აღნიშნა,  რევიზიონისტული და რევანშისტული რუსეთი ევროპის ღირებულებებს კვლავ საფრთხეს უქმნის.

„პირველი შემთხვევა იყო ყირიმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორე სახელმწიფოს ნაწილი ძალის გამოყენებით წაართვა. თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა საკუთარი ინტერესების მისაღწევად თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი შიარაღებლი ძალები დიდ ხანია აკონტროლებდნენ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებს საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე წარმოქმნილი სეპარატისტული მოძრაობების გამოყენებით, მან ასევე ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ეს ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს”, - აღნიშნა ვერშბოუმ.

მისივე თქმით, ალიანსის მიზანი მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა,  რუსეთის პოლიტიკა კი, სამეზობლოში ქაოსის შექმნისა და ვითარების დესტაბილიზაციისკენ  არის მიმართული.

„ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხო და სტაბილური სამეზობლო აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს წარმოქმნის. თუმცა რუსეთმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და მის პერიფერიებში რაც შეიძლება მეტი არასტაბილურობისა და ქაოსის შექმნა დაიწყო”, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics