22:10 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:09:51, 546 ნახვა

პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორის" დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

სწავლებაში მონაწილეობდნენ ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS,  ი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2".

გარდა ამისა, სწავლებაში  მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითმფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმტყორცნი.

პირობით მოწინაამღდეგეზე პირველ იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. ქართველმა, ამერიკულმა და ბრიტანელმა სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ, ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულმა CU-25 - მა დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ კი, მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე.

პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ამერიკული ტანკები "აბრამსები" მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლები", სამედიცინო- საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯვშანმანქანები, ჰამერის ტიპის „ჯიპები“, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს - სპექტაკლი დასრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics