24 მაისს, 08:00 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართება.
სწავლებაში მონაწილე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის მიზნით, ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის შესასვლელთან 07:00 საათზე უნდა მივიდნენ.
საკონტაქტო პირი გიორგი თუხარელი - 577393007
24 მაისს, 10:00 საათზე, ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის საქმეზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთო სასამართლოების წევრები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მოქმედი ადვოკატები და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნინო შენგელაია - 514881616
24 მაისს, 10:15 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი „Welcome to Georgia“ გაიმართება. ღონისძიებას ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
24 მაისს, 10.45 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქართველოს ტურიზმის ფორუმი გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
24 მაისს, 10:45 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.
24 მაისს, 11:00 საათზე, ენმ-ს ლიდერები, პარტიის ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
24 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტსა და წიგნის გამომცემლობებთან:,,წიგნები ბათუმში“ და ,,ქარჩხაძის გამომცემლობა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
24 მაისს, 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ.
საკონტაქტო პირები: ზვიად ფიფია 593 39 00 58, სალომე სუხიშვილი 555 96 54 95
24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, მისამართი გაგარინის 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი სტატუსის აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, სრულიად უფასოდ მოემზადონ საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმის საშუალებით. პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ბანკის და კომპანია „ნებულას" წარმომადგენლები.
24 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად, ”მზიურის” პარკში, პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა.
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 141 151
24 მაისს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
24 მაისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
24 მაისს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516
24 მაისს, 13:00 საათზე, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი’’ ბორჯომის რაიონულ ოფისს გახსნის და ბორჯომის ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარადგენს.
მის: ბორჯომი, მესხეთის ქ. #5
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
24 მაისს, 13.30 საათზე, დიმიტრი ქუმსიშვილი „ტერაბანკის“ (ყოფილი „კორსტანდარტბანკი“) ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
მის: ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზ. #3
24 მაისს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
24 მაისს, 15:00 საათზე, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი’’ ადიგენში რაიონულ ოფისს გახსნის და და საზოგადოებას ადიგენის რაიონული ოფისის ხელმძღვანელს წარუდგენს.
მის: ადიგენი, რუსთაველის #3
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555 56 19 90
24 მაისს, 15:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
24 მაისს, 15:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბრიფინგს გამართავს.
24 მაისს, 16:00 საათზე, თსუ-ში "ქარჩხაძის გამომცემლობის” ახალი წიგნის "ქართული ჰაგიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართება.
24 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დოკუმენტური ფილმის
„ძალადობა კანონის სახელით“ ჩვენება. ფილმი ეხება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. ჩვენებას დაესწრებიან დაზარალებული მოქალაქეები და მათი ადვოკატები.
მის: მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა, 0 სართული.
24 მაისს, 16:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურის სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების N:2
24 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების N:2
24 მაისს, 19:00 საათზე, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“-ის ფარგლებში კონცერტები გაიმართება თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრმატულ თეატრში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან