14:15 - 23 Apr, 2024
2016-05-23 17:20:13, 1175 ნახვა
მსოფლიო
იემენში აფეთქებების შედეგად 41 ადამიანი გარდააცვალა
იემენში, კერძოდ კი საპორტო ქალაქ ადენში 2 აფეთქების შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იემენის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. პირველი აფეთქება, გენერალ აბდელ სუბეიჰის სახლში მოხდა, სადაც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად 34 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე აფეთქება, ბადრის სამხედრო ბაზასთან მოხდა, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი იემენში 2014 წლიდან მიმდინარეობს, რასაც ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|